LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 %-ით “პატრიოტთა ალიანსი” ბარიერს კვლავ ლახავს

69

ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ პარლამენტში შესვლის შანსი კვლავ აქვს. კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბარიერს კვლავ სამი პარტია ლახავს, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ხმების რაოდენობით მეოთხე ადგილზე “თავისუფალი დემოკრატები” არიან, 4. 61%-ით.

რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური 51 ოლქში გაიმართება. აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 33 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50 %-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

 

magti 5g