„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 4 ივლისის საღამოს 21:15 საათიდან, 5 ივლისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული ექნება დაბა წყნეთსა და სოფელ ახალდაბას.
წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზად, სატუმბო სადგურზე დაზიანების აღმოფხვრა და გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები სახელდება.