LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისის საქმეზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა

104
sirtskhvilias-ophisis-darbeva-1

“თბილისის პრაიდის” საწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული 27-ვე პირი პატიმრობაში დარჩა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ მიიღო.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.

ბრალდებულების უფლებადამცველების შუამდგომლობები მოსამართლეებმა არ დააკმაყოფილეს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები