LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

44
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5-6 ივლისის, “თბილისი პრაიდის” აქციისას ძალადობის ფაქტებზე კიდევ ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებულმა “ცისფერი გალერეის” მიმდებარედ, “რუსთავი 2”-ის ოპერატორს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი,

აგრეთვე, “დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.