LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე: ვახტან გომელაური

48
ვახტანგ-გომელაური-4

„5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე, ორგანიზებულად ხდებოდა და სხვადასხვა ადგილებში“, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აკეთებს.

მისივე თქმით, ყველა ადამიანის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება მათი დაკავება.

გუშინ გავრცელდა მიმოწერები რადიკალური ჯგუფების, გამოძიება დაიწყო და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები. ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება. პარლამენტში პროცედურები დაიწყება, უნდა მივიდე. ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს აუცილებლად მივალ. 5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე, ორგანიზებულად ხდებოდა და სხვადასხვა ადგილებში. დავაკავეთ 15-16 ადამიანი“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

mazda magti 5g