LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 პროდუქტი, რომელიც წონის სწრაფი მატების მიზეზია – დიეტოლოგის რჩევა

84
Capture

ამერიკელმა დიეტოლოგმა ტრისა ბესტმა დაასახელა რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ზედმეტი ცხიმების დაგროვებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით მუცლის არეში და შემდეგ სასურველი ფორმების მიღება ბევრად უფრო რთულია.

1. ყველი

ვინ იტყვის უარს უგემრიელეს ყველის დაფაზე, საყვარელ ღვინოსთან ერთად? არადა.. აღმოჩნდა, რომ ყველი ბევრ კალორიას და შესაბამისად ზედმეტ წონას უკავშირდება.
ბუნებრივია, მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა სიხშირით და რა რაოდენობით მოიხმართ ამ პროდუქტს.

2. ძეხვეული

ძეხვეული არამხოლოდ გულის დაავადებების რისკს ზრდის, არამედ წონის მატებასაც ხელს უწყობს. საქმე ისაა, რომ ძეხვეულის დიდი ნაწილი ისეთ დანამატებს შეიცავს რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ ვერ ჩაითვლება.

3. სოუსები

ექსპერტის აზრით, სალათები ვერ დაგეხმარებათ გახდომაში თუკი მათ კალორიული სოუსებით ან მაიონეზით გააკეთებთ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ყოველდღიურად მხოლოდ სალათებით იკვებებოდეთ და სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღოთ.

4. საკვების ჩასანაცვლებელი ხემსი

სხვადასხვა ფიტნეს წასახემსებლები „ჯანსაღ“ საკვებად მიიჩნევა, თუმცა ხშირად ისინი შიმშილის გრძნობას კიდევ უფრო აძლიერებენ. როგორც ექსპერტმა დააზუსტა, ასეთ დანამატებს მაღალი კალორიულობა, ცხიმები და ზედმეტი შაქარი აქვთ.

5. ნაყინი

შეიძლება ამის აღიარება არ გვინდოდეს, მაგრამ ნაყინის რეგულარულად მიღება არასასურველი წონისა და ცხიმის გაჩენის მიზეზია.
ნაყინი შაქრითაა სავსე, ამიტომ მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას განსაკუთრებით უწყობს ხელს.

 

დიეტოლოგმა ისიც დაამატა, რომ სასურველი ფორმების მისაღებად მავნე საკვების რაციონიდან ამოღება საკმარისი არ არის და მენიუში სასარგებლო პროდუქტის დამატება ძალიან მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები