ცნობილი ფაქტია, რომ სელებრითები მათი პირადი ცხოვრებისა თუ კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს გულშემატკივრებს პირადი სოციალური ქსელების საშუალებით უზიარებენ. მათ შორისაა ,,ინსტაგრამი”, რომელსაც ვარსკვლავების უმეტესობა განსაკუთრებით სწყალობს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით, Instagram-ზე კუმირების აქტივობებს, თვალს მილიონობით ფანი ადევნებს.
2024 წლის მიწურულს, პლატფორმაზე 5 ყველაზე რეიტინგული ქალი არტისტის სია გამოქვეყნდა, მათ ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ.
ჩამონათვალში მეხუთე ადგილს, ჯენიფერ ლოპესი იკავებს, რომელსაც 250 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
მეოთხეა – ტეილორ სვიფტი. მუსიკოსის ,,ფეიჯს” ,,ინსტაგრამზე” 283 მილიონი გამომწერი ჰყავს.
სამეულს ბიონსე ხსნის, რომლის აქტივობებს თვალს 314 მილიონი ადამიანი ადევნებს.
მეორე პოზიციას 376 მილიონი ,,ფოლოუერით”, არიანა გრანდე ფლობს.
თემატურ რეიტინგში ქალ არტისტებს შორის, სელენა გომესი ლიდერობს. მას 423 მილიონი გამომწერი ჰყავს.