LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ქვეყანა, სადაც მილიარდერები ისვენებენ

303
1479592875262

ხალხი, ვინც მოახერხა ეშოვნა ან მემკვიდრეობით დარჩა მილიარდები, ყოველთვის ცდილობს, ცხოვრებისგან ყველაფერი საუკეთესო მიიღოს. ბუნებრივია, მდიდრები ცდილობენ დრო მსოფლიოს ულამაზეს ადგილებზე გაატარონ. აი 5 ქვეყანა, სადაც ყველაზე ხშირად დადიან.

 

შვეიცარია

განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს:
სენტ მორიცი – თვალწარმტაცი კურორტი. ჰაერი კრისტალურად სუფთაა, ყველგანაა სამკურნალო წყაროები. ზამთარში იდეალურია თხილამურებით სრიალისთვის, ზაფხულში კი იახტებითა და ცხენებით გასასეირნებლად.

Villa Vals – დასვენების სახლია, რომელიც ალპებში, პირდაპირ მთების ქედზეა. აქ მუდმივად სიმშვიდეა. ვილადან საოცარი ხედები იშლება, გარშემო სუფთა წყაროები და ბაღებია.

 

ესპანეთი

მნიშვნელოვანი საქმეების დასავიწყებლად ბევრი მდიდარი ადამიანი Solo Houses-ში მიდის. ის მთაში, ცივილიზაციიდან შორს მდებარეობს. აქ არ არის Wi-Fi, ყველაფერი მზის ენერგიაზე მუშაობს. პროფესიონალი შეფ მზარეული საუკეთესო კერძებს ამზადებს. ამ სამოთხეს მილიარდერები ხელუხლებელი ბუნებისა და უნიკალური არქიტექტურის გამო ირჩევენ.

 

არაბეთის გაერთიანებული საემიროები

შეძლებული ხალხის საყვარელი ადგილია დუბაი. ის სტუმრებს მდიდრულ და უჩვეულო ინტერიერს, საკუთარ პლაჟებს, კერძო შოპინგს თავაზობს.
დუბაიში არაფერზე ეუბნები უარს თავს. აქ მილიარდერი დაუჯერებელ სურვილსაც კი აისრულებს. თან ცნობილ დამსხვენებლებს ინკოგნიტოდ დარჩენის გარანტია აქვთ.

ტოკელაუ

სახელმწიფო, რომელიც ახალი ზელანდიის მმართველობის ქვეშაა. ის ყველაზე მოშორებულ კურორტად მიიჩნევა. იქ მოხვედრა საკმაოდ რთულია, მაგრამ მილიარდერისთვის შეუძლებელი არაფერია.

იქ ჩასულები ცდილობენ კუნძულ ლაუკალაზე მოხვედრას. ის არაამქვეყნიური დასვენებისა და განმარტოების ეტალონია. არც თუ მრავალრიცხოვანი სასტუმროები თანამედროვე მოთხოვნებით არის აღჭურვილი და უძვირესად ითვლება. საკუთარი წყალქვეშა ნავიდან კი ოკეანის ბინადრების ცხოვრებას გაეცნობით.

კუნძულის ბუნება უნიკალურია. ყველა იქაური ხილი ეკოლოგიურად სუფთაა. ლაუკალას ლეგენდარულ ედემის ბაღს ადარებენ.

მექსიკა

ბევრ მილიარდერს უყვარს კურორტი სან ხოსე დელ კაბო, რომელიც წყნარ ოკეანეში „ბანაობს“. აქ საპატიო სტუმრებს ელოდებათ იდეალური ბუნებრივი პირობები და უმაღლესი დონის მომსახურება.

San Jose Del Cabo პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს. პლაჟი, დაივინგი, სერფინგი, იახტით სეირნობა, წყალქვეშა ფოტოგრაფია – აი მისი რეპუტაცია.

სასტუმროს თანამშრომლები ხელს აწერენ დამსხვენებლების შესახებ ინფორმაციის გაუცემლობაზე. ისინი სამსახურს უფრთხილდებიან და საიმედოდ ინახავენ ჩასულ მილიარდერებზე საიდუმლოს.
ამის დასტურია ის, რომ არასოდეს არცერთი ცნობილი სახელი არ „გაპარულა“ ყვითელ პრესაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g