LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სერიალი, რომლებსაც ერთ დღეში ნახავთ

1817

ორ საათნახევრიდან რვა საათამდე – სწორედ ამდენი დრო არის საჭირო, რათა ეს მინი-სერიალები თავიდან ბოლომდე ნახოთ.  მოკლე ჟანრი სულ უფრო პოპულარული ხდება: რეჟისორი ცდილობს, საკუთარი უნარი რაც შეიძლება მეტად გადმოსცეს ერთ სერიაში, ხოლო მაყურებელი არ კარგავს ბევრ დროს.

განსაკუთრებით კი სერიალი და ფილმი მაშინ ფასობს თუ ის ცნობილი ქასტით არის დაკომპლექტებული.

  1. „დიდი პატარა ტყუილი“: 49 წუთიანი ხანგრძლივობის 7 სერია

სერიალი დედების (ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი, შეილინ ვუდლი) არც ისე მარტივ ხვედრზე მოგვითხრობს, რომელთა შვილებიც მალე სკოლაში მიდიან. ერთ დღეს კი, საბავშვო ბაღში მომხდარი საშინელი მკვლელობა მათ ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

  1. „ფლიბეგი“: 26 წუთიანი ხანგრძლივობის 6 სერია

ლონდონელი თანამედროვე გოგონას კომედიური ისტორია, რომელიც მოულოდნელად პირად და პროფესიულ ცხოვრებაში სკანდალში გაეხვევა. ის მარტოსულია, თუმცა მაინც სჯერა, რომ ბედნიერება მასთანაც მივა.

  1. „პარადის დასასრული“: 59 წუთიანი ხანგრძლივობის 5 სერია

სიუჟეტის ცენტრში ინგლისელი არისტოკრატი, მისი მეუღლე და აქტივისტი გოგონა არიან. სასიყვარულო სამკუთხედმა თითოეული მათგანის ცხოვრება შეცვალა.

  1. „გენიოსი“: 44 წუთიანი ხანგრძლივობის 8 სერია

აინშტაინის ცხოვრების ისტორია: მინი-სერიალი მოგვითხრობს იმაზე, როგორ სურდა ალბერტს პედაგოგობა, საბოლოოდ კი სამყაროს თავი ფადობითობის თეორიის შექმნით დაამახსოვრა.

  1. „მტრობა“: 59 წუთიანი ხანგრძლივობის 8 სერია

ჯოან კროუფორდი და ბეტ დევისი – ორი მკაფიო ვარსკვლავი, რომელიც დღეს ბევრ ადამიანს უყვარს. სერიალის რეჟისორი ერთმანეთთან ამ ორ ძლიერ ქალბატონს აპირისპირებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, ერთმანეთი გზიდან ჩამოიცილონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები