LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5-წლიანი პაუზის შემდეგ, გომარდულში ტურისტული სეზონი იხსნება

97

30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება. 5-წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს. გახსნის ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გომარდულში მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა, ფოლკლორი, ბენდები, DJ და ფოიერვერკი. მათივე ინფორმაციით, სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და სასმელები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. მას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 577 90 90 93 (91).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g