LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე ლამაზი პრინცი მსოფლიოში

1209
BeFunky-collage (5)

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ პრინცები სხვა კაცებისგან, მათი საოცარი გარეგნობით განსხვავდებიან. ჩვენ გაჩვენებთ, ვინ არიან ტახტის ყველაზე ლამაზი მემკვიდრეები.

 

პრინცი უილიამი, დიდი ბრიტანეთი

პრინცესა დიანას უფროსი ვაჟი გასაოცარი გარეგნობით არ გამოირჩევა, თუმცა მისი ქარიზმა და მამაკაცური თვისებები აშკარად მოსწონთ ბრიტანელ ქალებს. ქეით მიდლტონთან ქორწინებამდე, უილიამი ქალების ნამდვილი გულთამპყრობელი იყო.

 

 

პრინცი ჰუსეინი, იორდანია

ახალგაზრდა, ამბიციური ბიჭი, რომლის გული ჯერ კიდევ თავისუფალია, თანამედროვე პრინცია. ჰუსეინმა შეერთებული შტატების ყველაზე პრესტიჟული საგანმანათლებლო დაწესებულება – ჯორდსტაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა. პრინცმა სწავლა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიაში განაგრძო. იორდანიის ტახტის მემკვიდრე გაეროს უშიშროების საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ჰუსეინი ბევრს ვარჯოშობს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნობას.

პრინცი მათინი, ბრუნეი

ბრუნეის პრინცი ერთი შეხედვით გათამამებული ბიჭია, რომელიც ფუფუნებაში ცხოვრობს, თუმცა სინამდვილეში ის მოკრძალებული ახალგაზრდაა. მან ოჯახის ფინანასური დახმარების გარეშე წარჩინებით დაამთავრა სამეფო სამხედრო აკადემია. მათინს აქტიური ცხოვრების წესი აქვს. თამაშობს ფეხბურთს, უყვარს ცურვა და თხილამურები. ასევე შეუძლია ვერტმფრენის და საბრძოლო თვითმფრინავის მართვა. ტახტის მემკვიდრე დღეს მარტოხელაა და მეორე ნახევრის ძიებაშია.

 

 

პრინცი ჰამდანი, დუბაი

ჰამდანმა, როგორც სამეფო ტახტის მემკვიდრეების უმეტესობამ,  Sandhurst-ის სახმელეთო ჯარების სამხედრო სკოლა დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, პრინცი რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ეკონომიკის სფეროში ცოდნას იღრმავებდა.
პრინცი პროფესიონალურად არის ჩართული საცხენოსნო სპორტში. იგი არაბთა ოლიმპიური თამაშების მრავალგზის გამარჯვებულია. ცხენოსნობის გარდა პრინცის ჰობია თევზაობა, პარაშუტით ხტომა. ასევე კარგად მართავს ავტომანქანებს.

სოციალურ ქსელში, პირად გვერდებზე ხშირად აქვყნებს ფოტოებს, რომლებშიც ბავშვებთან ან ცხოველებთან ერთად არის.

პრინცი ნიკოლაი, დანია

არისტოკრატული თვისებები, ხუჭუჭა თმები, გამობურცული ტუჩები, თვალწარმტაცი თვალები… ასეთია დანიის თანამედროვე პრინცი. 19 წლის ასაკში ახალგაზრდა მამაკაცი მოდელი გახდა და მოდის სფეროში დაიწყო მოღვაწეობა. პრინცის თაყვანისმცემლების უმეტესობა 14-დან 18 წლამდე ასაკის გოგონები არიან. ის ექსცენტრიული ახალგაზრდაა, მოსწონს კაბის ტარება და არ ინტერესდება სპორტით.

18 წლის ასაკში ნიკოლაი სამხედრო სკოლაში შევიდა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ იგი დატოვა და თქვა, რომ არ მოსწონს სამხედრო სამსახური. სკოლიდან გაგდების შემდეგ, პრინცის რეიტინგი დაეცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g