გირჩის მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია ბიბლიური თავისუფლება საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის საშუალებას 50 ლარად აძლევს.
მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, ბიბლიური თავისუფლების წევრები გირჩის ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდეს. მსურველებმა პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური უნდა წარადგინონ.
დეპუტატები, რომელთა შვილებმა სამხედრო სამსახური არ გაიარეს – “გირჩი” სიას აქვეყნებს
შეგახსენებთ, რომ “გირჩმა” “ბიბლიური თავისუფლება” ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.
“გირჩის” “ბიბლიური თავისუფლებით” ასობით წვევამდელმა აარიდა თავი სამხედრო სამსახურს
https://www.facebook.com/BiblicalFreedomChurch/photos/a.609439642600681/1151450261732947/?type=3&theater