LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის იუბილე და გულახდილი ინტერვიუ – ჯულია რობერტსი InStyle–ის მთავარი გმირია

402

50 წლის ლამაზმანი ჯულია რობერტსი კინოში მოღვაწეობის 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ლეგენდარული კინოვარსკვლავი ჟურნალ InStyle-ის დეკემბრის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ჟურნალის გამოსვლამდე მსახიობმა რედაქტორთან, ჯეს კეიგლთან ერთად პირადი ცხოვრების უცნობ დეტალებზე ისაუბრა. ოსკაროსანმა ვარსკვლავმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხდა მეუღლეს, რომლის გარეშეც ცხოვრება წარმოუგდენლად მიაჩნია. კითხვაზე, რა არის მისი ბედნიერების გასაღები, ჯულია ამბობს, რომ ესაა მისი ქორწინება, შვილები და უახლოესი მეგობრები. მსახიობი გამოტყდა, რომ მისთვის ძალიან ემოციურია, როცა შვილების აღზრდის პროცესშია ჩართული და ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მსახიობის ტყუპები, ფინი და ხეზელი მალე 13 წლისები ხდებინ.

ბოლო დროს ჯულია იშვიათად ჩნდება კინოეკრანებზე, თუმცა ახალი ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ მისი მონაწილეობით ახალი სერიალი 2018 წელს გამოვა. მინი-სერიალს „დღევანდელი დღე განსხვავებული იქნება“ კინოკომპანია HBO იღებს და ჯულია აღმსარულებელი პროდიუსერის ფუნქციასაც ითავსებს. InStyle-ის დეკემბრის ნომერში მკითხველი ჯულია რობერტსის ახალ ფოტოსესიასაც იხილავს. რამდენიმე ფოტო პროექტიდან უკვე გამოჩნდა ინტერნეტში. ამ დღეებში კი პაპარაცებმა მსახიობი მანჰეტენზე გადაიღეს, სადაც ის შეუდარებლად გამოიყურება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g