50 წლის ჯენეტ ჯექსონი ორსულად არის. მედიის ინფორმატორების ცნობით, მაიკლ ჯექსონის და და მისი ქმარი, ყატარელი მილიარდერი უისამ ალ მანა პირველ ბავშვს ელოდებიან.
სიახლე პრესას სანდო წყარომ დაუდასტურა. მომღერლის ორსულობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთი თვის წინ გავრცელდა, როდესაც ჯექსონმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მსოფლიო ტურნეს აუქმებს ექიმების რეკომენდაციით.
„მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, ყურადღება მივმართოთ ოჯახის დაგეგმვისკენ,“ – დაწერა ჯენეტმა.
მომღერალი სამჯერ იყო გათხოვილი. უისამ ალ მანა, რომელსაც ჯენეტი 2012 წელს გაჰყვა ცოლად, ჯექსონზე 8 წლით უმცროსია.