ქეით ბლანშეტი ლონდონში საშობაო კონცერტის სტუმარი იყო. ოსკაროსანი მსახიობი კონცერტზე კლასიკური სტილის ანსამბლში გამოჩნდა. ის „რალფ ლაურენის“ 2 ათას დოლარად შეფასებულ პიჯაკსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი. ვარსკვლავი პაპარაცებმა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის საკუთარი მანქანიდან გამოდიოდა და საკონცერტო დარბაზში შევიდა.ბლანშეტის შავ ანსამბლს თეთრი კლატჩი და მინიმალისტური აქსესუარები ასრულებდა.
შეგახსენებთ, რომ ქეით ბლანშეტი ყველაზე გემოვნებიან მსახიობად არაერთხელ დაასახელეს.