LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„50 წლის ვხდები! დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, დანებების უფლებას არ მაძლევდით – ვეღარაფერი მომერევა, წინ დიდი თავგადასავლებია“ – თინა ხიდაშელი

389
თინა ხიდაშელი

„50 წლის ვხდები! 50-ის. არც არაფერი ყოფილა! ზუსტად ისეთი განცდები მაქვს 25-ის რომ ვხდებოდი! ვიზრდები!“ – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი, თინა ხიდაშელი და განვლილი წლების შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„არადა ფურცელზე დაწერილი გაცილებით უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება! აქამდე გავლილი გზაც შთამბეჭდავია, ნახევარი საუკუნის შესაფერი! მაგრამ წინ დიდი თავგადასავლებია, ჩემი წიგნის დიდი და ყველაზე მთავარი ნაწილი ჯერ არ დაწერილა!

 

? „მსოფლიოში ყველაზე კარგი სამსახური უკვე მქონდა“

? „იყო მომენტი, როცა დარწმუნებული ვიყავი, რომ ეტლიდან ვერასდროს ავდგებოდი“

♥️ „დათოს ფაქტორი გადამწყვეტი იყო – ის, რომ საერთოდ გავიარე, ლაპარაკი და სხვაგვარად ფიქრი დავიწყე“

? „მსოფლიოში ყველაზე კარგი სამსახური უკვე მქონდა“

?„ხშირად დავდივარ ჯაზკლუბებში. The Beatles-ის სიყვარულით ინგლისური ვისწავლე“

⚽️ „მამაჩემი გვარდიოლას მეძახდა“

? „ცოტას თუ წავუდეპრესიულებ, ჩემი საშველი სამზარეულოა – იქ ისეთებს ვაწყობ, როგორც ჩემები ამბობენ: ტაფები და ქვაბები კანკალს იწყებენ“

Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Thursday, 11 May 2023

 

დღეს განსაკუთრებით მადლიერი ვარ ყოველი თქვენგანის, ნაცნობის და უცნობის ვინც მთელი წელი დანებების უფლებას არ მაძლევდით, მაიმედებდით, მეხმიანებოდით, მეხმარებოდით, მაძლიერებდით!

დღეს ვეღარაფერი მომერევა, აი ამ გოგოებივით ვარ, ერთი დღეს გავიცანი კოსტა-რიკაში, მეოცნებეა, მეორე კი ჩემი ძველი ნიუ იორკელი მეგობარია, თამამი და მებრძოლი საკუთარი ოცნებებისთვის!

50 წლის გავხდი! არაფერი იცვლება, ეს ჯერ მხოლოდ რიცხვია უფრო შთამბეჭდავი ვიდრე 25 იყო, მაგრამ მაინც მხოლოდ რიცხვია!“ – წერს თინა ხიდაშელი Facebook-ზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები