LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500 ათას ლარზე მეტი ნაგვის დაყრისთვის: მიმდინარე წლის შედეგები

162

მიმდინარე წელს, ქუჩაში ნაგვის დაყრისთვის 1 594 პირი დაჯარიმდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ჯარიმების საერთო თანხამ 551 070 ლარი შეადგინა.

1 026 დაჯარიმებული პირი უცხოელია, 61 კი იურიდიული პირია.

ყველაზე მეტი საჯარიმო ოქმი 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით, კერძოდ სიგარეტის ნამწვით გარემოს დანაგვიანებაზე შედგა, რაც 80 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები დედაქალაქში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები თბილისის ტურისტულ და ხალხმრავალ ადგილებში წყვილში მოძრაობენ. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, ფოტოაპარატებით და სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემთხვევაში “თბილსერვის ჯგუფის” ინსპექცია უფლებამოსილია შეადგინოს საჯარიმო ოქმი.

ინსპექტორების გამოჩენას პირველი ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა – ისინი მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ უთითებდნენ.

„თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექციამ სხვადასხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 აპრილიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g