LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500 Global in Eurasia-ს პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა ლისაბონში მიმდინარე საერთაშორისო Web Summit-ზე მიიღეს მონაწილეობა

383
Web Summit

პორტუგალიაში, ლისაბონში, Web Summit-ი მიმდინარეობს. ღონისძიება თავს უყრის 3000-ზე მეტ სტარტაპს, 70 000-ზე მეტ მონაწილესა და 1000-ზე მეტ ინვესტორს – მათ, ვინც ტექნოლოგიების ინდუსტრიას ცვლიან.

წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობის ფარგლებში, ინიციატივით „StartUP in Georgia“ წარდგა.

სამიტში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბანკის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და 500 Global-ის თანამშრომლობით რეგიონში 500 Global in Eurasia-ს სახელით განხორციელებული აქსელერაციის პროგრამის მონაწილე სტარტაპებმა.

სტარტაპების დამფუძნებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაემყარებინათ საერთაშორისო კავშირები, გასცნობოდნენ ინდუსტრიის ტენდენციებს, მიეღოთ წვდომა ვენჩურული კაპიტალის ეკოსისტემაზე, ამასთან, ჩამოეყალიბებინათ მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები მათი ბიზნესის ზრდის დასაჩქარებლად. სტარტაპებმა საკუთარი კომპანიები საქართველოს პავილიონში წარადგინეს.

Web Summit-ში მონაწილეობდნენ 500 Global in Eurasia-ს მესამე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნაკადის სტარტაპები:

  • Kings international – კომპანია ორგანიზებას უწევს ონლაინ აკადემიურ კონკურსებს სკოლის მოსწავლეებისთვის საზღვარგარეთის ბაზრებზე.
  • Beep – პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, მარტივად გააზიარონ ვიზუალური უკუკავშირი და შესასრულებელი ამოცანები, ამასთანავე, კომფორტულად, სულ რამდენიმე წამში, ონლაინ სივრცეში გააზიარონ კომენტარები.
  • Awork – სტარტაპი სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი HR პროცესები ბიზნეს პროფილის მეშვეობით, ციფრულად მართონ. ხოლო მომხმარებლებს ეხმარება, მარტივად მოიძიონ ვაკანსია და საკუთარი კანდიდატურა პლატფორმიდანვე წარადგინონ.
  • Helio.AI – სტარტაპი რეკრუტინგის ჭკვიან პროგრამულ უზრუნველყოფას ავითარებს, რომლითაც კომპანიებს საუკეთესო კანდიდატების შერჩევა უფრო ეფექტიანად, სპეციალურად შემუშავებული თამაშის საშუალებით შეუძლიათ.
  • Videopoint-ის პლატფორმა ინსტაგრამის „რილსებს“ Shopify-ს მაღაზიებისთვის სარეკლამო რგოლებად გარდაქმნის და ამის მეშვეობით ზრდის DTC გაყიდვებს.
  • Kalalist – Katalist-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი დამკვეთის დავალებას ანუ ტექსტს აანალიზებს და მის საფუძველზე ვიდეოებს ქმნის, რაც წარმოების ხარჯებს ამცირებს, ხოლო პროცესს ოთხჯერ აჩქარებს.
  • Algebras AI – იძლევა MENA, SEA ბაზრებზე შეუფერხებელი მასშტაბირების შესაძლებლობას, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექსტის ტექსტად და ტექსტის მეტყველებად გარდაქმნის ხელსაწყოების მეშვეობით.
  • Widgera – ვებგვერდის შემქმნელი ინსტრუმენტი, რომელიც არ საჭიროებს კოდის წერას, ხელს უწყობს კონვერტაციის მაჩვენებლების ზრდას, AI-ზე დაფუძნებული, პერსონალიზებული და ავტომატური ვებ გამოცდილების შექმნის მეშვეობით. 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g