LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„500 მმ-იანი მილი აღდგენილია… მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო“ – „თბილისი ენერჯი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

277
თბილისი ენერჯი

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, დაზიანებულ ცენტრალურ მაგისტრალზე სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 500 მმ-იანი მილი უკვე აღდგენილია.

„გაზმომარაგების აღსადგენად მეორე, ყველაზე რთული ეტაპი დაიწყო. ამისთვის „თბილისი ენერჯის“ შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულები არიან.

შეგახსენებთ, რომ ავარიის შედეგად გაზმომარაგება 150 000-მდე აბონენტს შეუწყდა. ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო.

გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა – როდის აღდგება გაზმომარაგება

ეს პროცესი დროს და სიფრთხილეს მოითხოვს, ამიტომ გთხოვთ ყურადღებით იყოთ – შეამოწმეთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. გაზმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას სმს-ით მიიღებთ.

„თბილისი ენერჯი“ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შექმნილი დისკომფორტის გამო.

გაზმომარაგების აღდგენა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად დასრულდება 11 თებერვალს დღის ბოლომდე“,- აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g