LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

51 წლის ჯენეტ ჯექსონი 11 თვის შვილთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

253

მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ჯენეტ ჯექსონმა აქტიური საკონცერტო საქმიანობა განაახლა და ცხოვრების ძველ რეჟიმს დაუბრუნდა. მომღერალმა საგრძნობლად დაიკლო წონაში და მომდევნო წელს, მსოფლიო ტურნეც დაანონსა. ამჯერად კი 51 წლის მომღერალმა უქმეები მაიამიში, 11 თვის ვაჟთან ერთად გაატარა. ჯექსონი პაპარაცებმა უცხო მამაკაცთან ერთად გადაიღეს, მას 11 წლის ვაჟი ხელში უჭირავს,  შავ კაბაშია გამოწყობილი და მინიმალისტური მაკიაჟითაც ფანტასტიკურად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ არაბ მილიარდელს, ვისამ ალ მანავას ჯენეტ ჯექსონი აპრილში დაშორდა. მალევე გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ მომღერალი ძველ შეყვარებულს ჟერმან დიუპრის შეურიგდა. წყვილი პაპარაცებმა რამდენჯერმე ერთად გადაიღეს, თუმცა, ჭორები ამ დრომდე არ დადასტურებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g