პოპულარული გამოცემა The Hollywood Reporter 2019 წლის ყველაზე მოდური ვარსკვლავების ფოტოსესიას გვთავაზობს. გამოცემამ ვარსკვლავები მათი აქტიურობისა და გამოსვლების მიხედვით გამოარჩია. მათ შორის, ვისაც ყველაზე მეტი მოდური გამოსვლა ჰქონდა წლის მანძილზე, აღმოჩნდნენ ჯულია რობერთსი, ემილი ბლანტი, მაჰერშალა ალი, იდრის ელბა, რეჯინა ქინგი, რამი მალეკი და სხვები. ყველა მათგანი ახალ ფოტოებზე საკუთარ სტილისთან ერთად პოზირებს.
რაც შეეხება 51 წლის ჯულია რობერთს, ის The Hollywood Reporter-ის გარეკანზე საკუთარ სტილისტან, ელიზაბეტ სტიუართან ერთად პოზირებს. ჯულია ერთ ფოტოზე Viktor & Rolf-ის ჭრელ კაბაში, მეორე ფოტოზე კი, შავ პიჯაკშია წარმოდგენილი.


