ავსტრალიის ღია პირველობის მატჩი პეტრა კვიტოვასა და დენიელ კოლინსს შორის ვარსკვლავური აუდიტორიით გამოირჩეოდა. ცნობილ ადამიანებს შორის პაპარაცებმა ნიკოლ კიდმანი, კიტ ურბანი და ანა ვინტური გადაიღეს. ნიკოლი ამ დღეს მართლაც საოცრად გამოიყურებოდა. 51 წლის ავსტრალიელმა ლამაზმანმა არჩევანი „დიორის“ თეთრ კაბაზე გააკეთა, რომელიც თეთრ შლაპასთან ჰქონდა შეხამებული.
ყვავილებით დაპრინტულ თეთრ კაბაზე გააკეთა აქცენტი ანა ვინტურმაც, რომელიც კიდმანთან და ურბანთან ერთად ვიპლოჟიდან ადევნებდა თვალს ღია პირველობის დაძაბულ მატჩს.




