ქართულ–გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ინ ვიტრო განაყოფიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო მუსერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ცნობილი ექიმი 51 წლის ორსული ქალბატონის რადიოლოგიური კვლევის ფოტოს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ქალბატონი შვილს ელოდება. ამ უნიკალურ მოვლენას უამრავი კომენტარი ახლავს:
„51 წლის ორსული და მისი პატარას გულისცემა, ეს ერთი და სხვა მრავალი ახალგაზრდა დედიკო.. ძალიან გვაბედნიერებს ყოველი თქვენთაგანის სიხარულის გაზიარება“– წერს ექიმი.