როგორც ჩანს, სანდრა ბალოკისთვის დრო გაჩერდა. 51 წლის ოსკაროსანი მსახიობი ფანტასტიკურ ფორმაშია. პაპარაცებმა მსახიობი ამჯერად ბევერლი-ჰილზში გადაიღეს, როცა ის კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი მესიჯობდა ტელეფონზე. სანდრას ჰაეროვანი ბლუზა ეცვა Marant Étoile-ის კოლექციიდან, რომელიც ელეგანტურ შავ შარვალთან ჰქონდა შეხამებული. ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ უმაკიაჟოდ მსახიობი კიდევ უფრო მომხიბვლელია და სხვა მისი ასაკის მსახიობებისგან განსხვავებით ასაკის კვალიც კი არ ემჩნევა.
სანდრა ბალოკთან ერთად ფოტოებზე არ ჩანან მისი შვილები. როგორც წესი, მსახიობი თავისუფალ დროს მხოლოდ შვილებთან ერთად ატარებს.