როგორია რეანიმატოლოგ ლევან რატიანის წარმატების გზა. ამის შესახებ მან “რუსთავი 2” – ის ეთერში ისაუბრა.
“როდესაც პაციენტთან მარტო რჩები, თუ არ გაქვს იმ ძალის იმედი, რასაც ღმერთის ძალა ქვია, მას და შენ არაფერი გამოგივა. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი. არსებობს რაღაც ძალა, რომელიც გაძლებინებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ მას ღმერთი ჰქვია.
ცხოვრებაში ყველა ეტაპი გავიარე, არ ვნანობ, რომ ვარ ექიმი, ყველაფერს ვაკეთებ ადამიანების გადასარჩენად.
დავიბადე ფოთში 1982 წლის 2 ნოემბერს. სკოლაც ფოთში დაამთავრე და ამის შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. 2004 წელს, წლის საუკეთესო სტუდენტი გავხდი, ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი. შემდეგ გაცვლითი პროგრამებით, კონკურსში გავიმარჯვე და სადორქტორო პროგრამის ნაწილი მაიამის სამედიცინო უნივერსიტეტში გავიარე.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ექიმობა საპასუხისმგებლო საქმეა, მაგრამ თუ ასეთ რთულ პირობებში მომიწევდა მუშაობა ვერასდროს წარმოვიდგენდი.
ეს არის მთელი 25 წლიანი უძილო ღამეები, პირადი “მე”- ს გარეშე. ძნელია გერქვას ექიმი და გაგაჩნდეს პირადი ცხოვრება. მყავს ოჯახი, მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს მათთან ურთიერთობისთვის.
დღეს უთანასწორო ომია.. რთულია, იმიტომ რომ ჯერ ვერ ვამარცხებთ. ყველა ექიმი კოვიდთან ბრძოლაში გმირია.
ზოგჯერ დგება მომენტი, რაც არ უნდა ვიბრძოლოთ, პაციენტი გვეღუპება, ეს მარცხია. ძალიან განვიცდი თითოეულ შემთხვევას. ამ რთულად გადალახვის პერიოდს უამრავი გადაცღენილი სიცოცხლე მიმარტივებს და ამის შემდეგ ხელახლა იწყებ ცხოვრებას უკვე ახალ პაციენტთან ერთად”,-ამბობს ლევან რატიანი.