LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ჯილიან ანდერსონი „ჰარპერ ბაზარის“ ულამაზეს ფოტოსესიაში

399
juliananderson20115

ჯილიან ადერსონი წელს ცნობილი სერიალის „გვირგვინის“ მეოთხე სეზონში გამოჩნდა. ის მარგარეტ ტეტჩერის როლში მოგვევლინა და ილოვია კოლმანსა და ჰელენა ბონემ კარტერს გაუწია პარტნიორობა. სერიალში მის თამაშს უკვე მისცეს მაღალი შეფასება, თავად მსახიობმა კი საკუთარ ემოციებზე „ჰარპერ ბაზარისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ამბობს, რომ როლისთვის ბევრი არაფერი შეუცვლია. ხმა ისედაც ხრინწიანი აქვს და მხოლოდ სამოსის ქვეშ ზედმეტი ტანსაცმელი ეცვა, რომ წონაში უფრო დიდი გამოჩენილიყო.

52 წლის ჯილიან ანდერსონმა „ჰარპერ ბაზარის“ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ახალ ფოტოებზე ის ფანტასტიკურად გამოიყურება. ვარსკვლავი ჯერ ვერცხლისფერ მბზინავ კაბაში პოზირებს, შემდეგ კი შავი ფერის კლასიკურ ანსამბლში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები