LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა

490
page

53 წლის მსახიობს, კამერონ დიასსა და მის მეუღლეს, მუსიკოსს, ბენჯამინ მედენს მესამე შვილი შეეძინათ.

სასიხარულო ამბავი ბენჯიმ 4 მაისს, სოციალურ ქსელში გააზიარა. ჯგუფ, Good Charlotte-ის წევრმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც გამოსახული იყო მეკობრეს გემი წარწერით Nautas Madden.

„კამერონი და მე ბედნიერები, აღფრთოვანებულები და უზომოდ მადლიერები ვართ. გაცნობებთ, რომ ჩვენ მესამე შვილი, ნაუტასი შეგვეძინა. კეთილი იყოს შენი მობრძანება სამყაროში, შვილო!“ – დაწერა მან.

დიასი და მედენი უკვე ზრდიან ორ შვილს, 6 წლის ქალიშვილსა და 2 წლის ვაჟს. წყაროს ცნობით, წყვილის სამივე შვილი სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლული კამერონ დიასის იშვიათი გამოჩენა ოჯახთან ერთად

52 წლის კამერონ დიასი ერთი წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს

„არადა მეგონა, რომ ყოველივე ეს, უკვე წარსული იყო“ – 52 წლის კამერონ დიასის „დიდი დაბრუნება“ და უახლესი ფოტოები „ვოგისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები