გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ 53 წლის მსახიობს, კამერონ დიასსა და მის მეუღლეს, მუსიკოსს, ბენჯამინ მედენს მესამე შვილი შეეძინათ. წყვილთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემა Us Weekly-ს განუცხადა, რომ კამერონი და ბენჯი ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ ინახავდნენ ოჯახის გაფართოების გეგმებს და ამის შესახებ მათ ახლო მეგობრებმაც კი არ იცოდნენ.
53 წლის კამერონ დიასი მესამე შვილის დედა გახდა
„ისინიც ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ ყველაფერი გამოუვიდოდათ“, – ამბობს წყარო.
მისივე თქმით, მსახიობი განსაკუთრებულ მადლიერებას გრძნობს სუროგატი დედების მიმართ.
„კამერონი ფიქრობს, რომ ამ მხრივ ძალიან გაუმართლა. მისთვის და ბენჯისთვის ეს ხანგრძლივი გზა იყო, თუმცა ახლა მათ ზუსტად ისეთი ოჯახი აქვთ, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდნენ, ის საბოლოოდ სრულყოფილია“, – აღნიშნა ინსაიდერმა.
დიასი და მედენი უკვე ზრდიან ორ შვილს, 6 წლის ქალიშვილსა და 2 წლის ვაჟს. წყვილის სამივე შვილი სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინა სამყაროს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაფლული კამერონ დიასის იშვიათი გამოჩენა ოჯახთან ერთად
52 წლის კამერონ დიასი ერთი წლის უსაყვარლეს ვაჟთან ერთად პირველად გადაიღეს

