LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

539 საჩივრით ვითხოვთ უბნების გადათვლას, თითოეულ ხმას სწორედ ამ ფორმით დავიცავთ: კორძაია

91
1

“საქართველოს მასშტაბით “ნაციონალური მოძრაობის” მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 91 საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შემაჯამებელი ოლქების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში, გასაჩივრებულია 478 უბნის შედეგი. ამ 539 საჩივრით ვითხოვთ უბნების გადათვლას და თითოეულ ხმას სწორედ ამ ფორმით დავიცავთ.” – ამის შესახებ  ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის შემაჯამებელი ოქმებიდან, მერობის 306 ოქმში არ დგება ბალანსი, რაც ერთ მესამედზე მეტია, პროპორციულ ნაწილში კი – 323 ოქმში არ არის ბალანსი. 

კორძაიამ ასევე ურჩია კოლეგებს “ქართული ოცნებიდან” პარლამენტში, რომ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ შეფასებები და განცხადებები, რომლებსაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ავრცელებენ:

“ქართული ოცნების” პარლამენტის წევრები ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არასათანადო უპირატესობა მმართველი პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ მუშაობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ძალიან კარგად დაინახეს, როგორ საარჩევნო გარემოში ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და როგორი პირობებით შევიდნენ ოპოზიციური პარტიები საარჩევნო ბრძოლაში.

იგივე სულისკვეთებას ავრცელებს აშშ-ის ელჩი თავის განცხადებაში, სადაც ამბობს, რომ გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული ძალადობით, მოსყიდვით და ა.შ. ამიტომ შევახსენებ ჩვენს კოლეგებს “ქართული ოცნებიდან” პარლამენტში, რომ თავიდან ბოლომდე წაიკითხონ ხოლმე შეფასებებიც და განცხადებებიც.

იმის დასადასტურებლად, რომ ჩვენი გულშემატკივრები და პარტნიორები არ ცდებიან არჩევნების შეფასებაში, პირველადი მონაცემები შემიძლია, წარმოვადგინო თბილისის შემაჯამებელი ოქმებიდან, მერობის 306 ოქმში არ დგება ბალანსი. ეს ერთ მესამედზე მეტია, პროპორციულ ნაწილში კი, 323 ოქმში არაა ბალანსი. მთელი საქართველოს მასშტაბით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 91 საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია და მოთხოვნილია შემაჯამებელი ოლქების ბათილობა და ხელახლა გადათვლა 539 შემთხვევაში, გასაჩივრებულია 478 უბნის შედეგი. ამ 539 საჩივრით, რომელიც შეტანილია, ვითხოვთ უბნების გადათვლას და თითოეულ ხმას სწორედ ამ ფორმით დავიცავთ, რადგან ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ მათი რეალური ნების ასახვას.” – თქვა კორძაიამ.

magti 5g