54 წლის მსახიობი ბრიჯიტ ნილსენი ორსულადაა და მეხუთე შვილს ელოდება. ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა „ინსტაგრამზე“ თავად გაავრცელა. ფოტოზე ორსული ბრიჯიტი თეთრ კაბაში პოზირებს და ასაკის მიუხედავად, ფანტასტიკურად გამოიყურება: „ოჯახში მატებაა“, – წერს სოციალურ ქსელში ფილმის Red Sonja ვარსკვლავი.
2006 წლიდან ნილსენი იტალიელ პროდიუსერზე, მატია დესიზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია. საინტერესოა, რომ მატია ბრიჯიტ ნილსენის მეხუთე ქმარია. წინა ქორწინებებიდან მას 4 შვილი ჰყავს.