ჯენიფერ ენისტონმა „ემის“ სატელევიზიო პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. 55 წლის ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ მარგალიტის თვლებით მორთულ კაბაში, რომელიც ბრენდის 2025 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციიდან არის შერჩეული.
ენისტონი „ემიზე“ ბოლო დროის ყველაზე პოპულარული სერიალით „დილის შოუთი“ იყო წარდგენილი. რაც ეხება სამკაულს, ენისტონმა არჩევანი „ტიფანი & კოს“ სამკაულზე გააკეთა, ეს გახლდათ სამაჯური, საყურე და ბეჭედი. ყველაფერი ცხადია, ბრილიანტებით იყო მორთული.
55 წლის ჯენიფერ ენისტონი „გაშეშებული სახისა“ და დიდი მითქმა-მოთქმის შემდეგ, პირველად გამოჩნდა
ვიდეო: 100 ათას დოლარიანი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ, ჯენიფერ ენისტონს სახის კუნთები არ ემორჩილება
ვერცხლისფერი კაბა და უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი – ჯენიფერ ენისტონი თხოვდება?



