LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერცხლისფერი კაბა და უზარმაზარი ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედი – ჯენიფერ ენისტონი თხოვდება?

251
page

აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების, AG Awards 30-ე ცერემონია გაიმართა. წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ჯენიფერ ენისტონი, რომელიც როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.

ამ დღეს მას ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიქცია მისმა უზარმაზარმა ბრილიანტის ნიშნობის ბეჭედმა. მისი გამოჩენის შემდეგ ყველა 55 წლის ენისტონის შესაძლო ქორწინებაზე ალაპარაკდა.

თავად მსახიობი ინტერვიუებში ხშირად აცხადებს, რომ ის მარტოა და არავის ხვდება.

„ზოგჯერ მინდა სახლში დაბრუნებისას ვინმეს მკლავებში თავი ჩავდო და ვუთხრა, რომ მე დღეს მძიმე დღე მქონდა“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ მსახიობმა.

ცნობისთვის, ენისტონი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში, პირველად 2000 წელს, ბრედ პიტთან, მეორედ კი 2015 წელს, ჯასტინ ტერუსთან.

54 წლის ჯენიფერ ენისტონი „დილის შოუსთვის“ სრულად გაშიშვლდა – ინტერნეტსივრცეში პიკანტური ფოტოები ვრცელდება

წონაში მომატებული ჯენიფერ ენისტონი ბრწყინვალედ გამოიყურება – 54 წლის ვარსკვლავი ჯიმი ფელონის შოუში მიემართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები