LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“56…არაფერს არ ვნანობ, ყველაფერი იყო: სიყვარული, იმედგაცრუება, ომი…არასდროსაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს” – ნინო კვარაცხელია იუბილარია

1756
BeFunky-collage - 2023-01-18T003938.084

ქართველი ემიგრანტი, წარმოშობით სოხუმელი ნინო კვარაცხელია, რომელმაც 40 წლის წინ დაკარგული სიყვარული, ემზარ ჯღარკავა ახლახანს იპოვა, დღეს იუბილარია და 56 წლის გახდა.

როგორც ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს, მის ცხოვრებაში ყველაფერი ბლომად იყო და არაფერს ნანობს.

“56… ფოტოს ტექსტს დავურთავ, რომელიც 2017 წელს გამიზიარებია ზუსტად ამ დროს…ყველა პუნქტი 99% შესრულებულია, აი ასე…,,ესეც ასე – 50 წელი… არ დავიწყებ ახლა მაღალფარდოვანი სიტყვების ,,რახა-რუხს“.

ყველაფერი ,,ბლომად“ იყო ჩემს ცხოვრებაში: სიხარული, სიყვარული, იმედგაცრუება, სიმდიდრე, სიღარიბე, ომი, გარდაცვალება, დაბადება, დაღმასვლა, აღმასვლა და ტრალი-ვალი…

არაფერს არ ვნანობ, არც არაფერს შევცვლიდი ერთის გარდა – ჩემს ქალაქში დავბერდებოდი , ჩემს სოხუმში…მაგრამ მაგას მე ვინ მკითხავს…. დიდი გეგმები დავსახე ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად, არ ვიცი რა გამომივა, მაგრამ ვიცი ერთი რამ ..

არაფერი არასოდეს არაა გვიან, მთავარია გულით გინდოდეს და ცოტაოდენი ,,ფორტუნა“, ოპტიმიზმი და მოქმედების თავისუფლება, არ უნდა გაჩერდე და ,,რაცხა’’ აუცილებლად გამოგივა.

რომანის წერა დავიწყე, ინგლისურ ენას ვსწავლობ (იტალიური ვისწავლე შარშან, რუსული ვიცოდი, მეგრული ხო სხაპასხუპით ვიცი) პროფესია მინდა შევიცვალო და საცხოვრებელი ადგილი, ზღვასთან ახლოს, ტანგოს ცეკვა მინდა ვისწავლო, ბლოგერობაზე ვფიქრობ, იმაზე ცოტა უკეთ მინდა ვიცხოვრო, ვიდრე ეხლა ვცხოვრობ, მოკლედ- ბევრი რამე მინდა, ვნახოთ რა გამომივა…

ყველაზე მთავარი რაც მინდა – ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები, ნათესავები და ახლობლები იყვნენ ჯანმრთელები, მშვიდი ცხოვრება და სიბერე ჰქონდეთ…

კარგია , რომ ხართ ჩემს ცხოვრებაში, ვინც წაიკითხავს ჩემს ,,ნაჯღაბნს“ და ზუსტად ვიცი ვინც წაიკითხავს, იცოდეთ, რომ ჩემს მეხსიერებაში და გულში განუმეორებელი ადგილი გიჭირავთ, არ აქვს მნიშვნელობა როდის გაგიცანით, სად და როგორ,  პირადად გიცნობთ თუ ვირტუალურად…

ვიცი რომ გეღიმებათ და მეც ბედნიერი ვარ…

დანარჩენს ჩემს წიგნში წაიკითხავთ, თუ დაინტერესდებით…”, – წერს ნინო კვარაცხელია.

ცნობისთვის, სოხუმში, 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა, ემზარ ჯღარკავამ და ნინო კვარაცხელიამ ერთმანეთი ვირტუალურ სივრცეში, „ფეისბუკის“ საშუალებით იპოვეს. მათმა სიყვარულის ისტორიამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო.

“აქ 46 წლის ვარ…სად იყავი მაშინ, თორემ ხომ იტანტალებდა ერთი 5 რიჟა ჯღარკავა მარტვილში” – რა პოსტს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია

ვიდეო: სოხუმში 40 წლის წინ დაშორებულმა წყვილმა ერთმანეთი იპოვა – მოულოდნელი და ემოციური ხელის თხოვნა

„ბოლო დღეებში ჩემი და ნინოს ამბით ბევრი გახარებული ადამიანი ვნახე, იმედი მიეცათ, რომ თავიანთ ერთადერთს იპოვიან..“ – სოხუმში დაწყებული ზღაპრული სიყვარულის ამბის გაგრძელება

ნინო კვარაცხელია: ერთი დიდი დროის კალენდარი გვაქვს – თითქოს ასე უფრო სწრაფად ახლოვდება ჩვენი შეხვედრა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g