LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

57 წლის პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ, „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში ბრწყინავს

250
57 წლის პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ, „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში ბრწყინავს

მსახიობი და მოდელი პამელა ანდერსონი ამჯერად გლამურული დაჯილდოების ცერემონიის მთავარი გმირი გახდა. მან ყველაზე გემოვნებიანი ქალის საპატიო ჯილდო მიიღო და კიდევ ერთხელ გაიბრწყინა წითელ ხალიჩაზე. ბოლო დროს 57 წლის ლამაზმანს ახალი იმიჯი აქვს, ის მაკიაჟის გარეშე ჩნდება საზოგადოების წინაშე და ფანტასტიკურ ფორმაშია. ამჯერად საჯარო გამოსვლისთვის პამელამ „ოსკარ დე ლა რენტას” სალათისფერი კაბა შეარჩია, გაშლილი თმითა და მაკიაჟის გარეშე ის შეუდარებელი იყო.

ცოტა ხნის წინ პამელამ ციურიხში გამართულ კინოფესტივალზე, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზიც მიიღო, ეს გახლავთ ჯია კოპოლას ფილმი „უკანასკნელი მოცეკვავე“, სადაც პამელამ დაუვიწყარი სახე შექმნა.

პამელას შემოქმედებაში ახლა არაჩვეულებრივი პერიოდია, მისი დოკუმენტური ფილმი „პამელა: სიყვარულის ისტორია“ „ემმიზე“ იყო ნორმირებული, ხოლო მისი მემუარები სახელწოდებით „სიყვარულით, პამელა“, ბესტსელერი გახდა.

„წარუმატებელი პლასტიკური ოპერაცია თუ ბუნებრივად დაბერება?“- 56 წლის პამელა ანდერსონის ფოტოები საზოგადოებას შოკში აგდებს – „მალიბუს ვარსკვლავი“ დავით გიორგაძის ფოტოობიექტივში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები