LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 წლის დემი მურის „ვერსაჩეს“ თეთრ ანსამბლში ,,მილანის მოდის კვირეულზე”

180
demimoor

მსახიობი დემი მური ,,მილანის მოდის კვირეულზე” გამართული ჩვენების სერიას დაესწრო. „ვერსაჩეს“ დახურულ წვეულებაზე 58 წლის მსახიობი ბრწყინავდა თეთრ ულამაზეს ანსამბლში. „ვერსაჩეს“ გრძელი თეთრი პიჯაკი მასიური ქამრით მან ორნამენტებიან მიდი-ქვედაბოლოს შეუხამა. ამ ანსამბლს ასრულებდა თეთრი ღია ფეხსაცმელი და ჩანთა. აქსესუარის სახით მსახიობმა აქცენტი ოქროსფერ სამკაულებზე გააკეთა. მათ შორის ოქროსფერი დეტალებით იყო გაფორმებული ჩანთა, ფეხსაცმელი და სამოსი.

დემი მური ფოტოგრაფებისთვის სპეციალურად მოწყობილ ლურჯ ხალიჩაზე პოზირებდა. „ვერსაჩეს“ დახურულ ჩვენებას მოყვა ,,ფენდის” წვეულება. აქ მური ელიზაბეთ ჰარლისთან ერთად იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g