LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 წლის მადონა პრემიერაზე თინეიჯერის ამპლუაში მივიდა (ფოტო)

105

რონ ჰოვარდის მიერ გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმის „The Beatles: Eight Days A Week” პრემიერაზე მადონა საპატიო სტუმრის ამპლუაში იმყოფებოდა. ლეგენდარულ რინგო სტართან და პოლ მაკარტნისთან შესახვედრად მადონამ თინეიჯერული სამოსი შეარჩია. 58 წლის პოპის დედოფალი შავ-თეთრ კომბენიზონში გამოწყობილი პოზირებდა ჟურნალისტებთან და ზუსტად ისე გამოიყურებოდა, როგორც 80-იან წლებში, კარიერის საწყის ეტაპზე. მადონას სამოსთან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ჰქონდა შეხამებული, რომელიც მომღერალმა აზედინე ალაიას კოლექციიდან შეარჩია.

პრემიერაზე მადონამ ბითლზის ლეგენდარული ჰიტის, A Hard Day’s Night-ის ექსპრომტად შესრულებაც მოასწრო. ვიდეო, სადაც ის ლეგენდარულ ჰიტს მეგობართან ერთად ასრულებს, ინტერნეტში უკვე ხელმისწვდომია.  

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g