LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 მაისს, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვა

48
ასტრაზენეკა-ვაქცინა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6 მაისს, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „სინოფარმით“ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ის განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

„ასტრაზენეკა“ 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს „ასტრაზენეკას“ ათვისებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ჩინური „სინოფარმით“ დაიწყო მოსახლეობის აცრა. ქვეყანაში პირველი ჩინური ვაქცინით ამირან გამყრელიძე აიცრა.

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” პირდაპირ ეთერში აიცრა

“თუ მოსახლეობის 60% აიცრება, პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ იქნება” – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g