LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” პირდაპირ ეთერში აიცრა

115
გამყრელიძე აიცრა

ამირან გამყრელიძე ჩინური “სინოფარმით” აიცრა.

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

კოვიდ-გამოჯანმრთელებულ პაციენტებში აცრა 3 თვის შემდეგ კეთდება, გამყრელიძემ კი კორონავირუსი იანვარში გადაიტანა.

ცნობისთვის, დღეიდან, 4 მაისიდან 18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალექეებს შესაძლებლობა ექნებათ “სინოფარმით” აიცრან.

დღეს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

დღეიდან საქართველოში „სინოფარმით“ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება

აღსანიშნავია, რომ 27 აპრილიდან აღნიშნულ ვაქცინაზე სულ დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები