LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„6 მილიარდი აქვს იმ კაცს და 10 დეპუტატი როგორ ვერ მოისყიდეთ“ – რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ უმრავლესობას

175
Untitled design (53)

„ერთი 10 კაცი რო­გორ ვერ მო­ის­ყი­დეთ?“ – ასე მი­მარ­თა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა რო­მან გო­ცი­რი­ძემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას სხდო­მა­ზე, რო­მელ­ზეც პრე­ზი­დენ­ტის იმპიჩმენტი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

დღეს „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ნი­ცა­და სრუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი,მო­რა­ლუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი ფი­ას­კო.

სა­მარ­თლებ­რი­ვი იმი­ტომ, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტში ვერ შედ­გე­ბა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტი.

თქვენ კენ­ჭისყ­რის დროს ვერ მი­ი­ღებთ 100 ხმას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო პრე­ზი­დენ­ტის გა­და­ყე­ნე­ბა და შემ­დგომ იმ დესტრუქ­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, რაც ამას მოჰ­ყვე­ბო­და.

ერ­თა­დერ­თი, სა­დაც თქვენ გა­ი­მარ­ჯვეთ, ეს არის მორ­ჩი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო, შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დე­ლი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბით და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კო­სე­ბით. მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ დარ­ბაზ­ში მი­ი­ღე­ბა.

იყო დიდი ხმა­უ­რი, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი იყ­ვნენ მოს­ყი­დუ­ლი.

მარ­თლა, 6 მი­ლი­არ­დი აქვს იმ კაცს და 10 დე­პუ­ტა­ტი რო­გორ ვერ მო­ის­ყი­დეთ ან რო­გორ ვერ და­ა­შან­ტა­ჟეთ?

იმი­ტომ ვერ მო­ის­ყი­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავს ჯან­სა­ღი ოპო­ზი­ცია, პარ­ლა­მენ­ტში ვერ მო­ი­ძებ­ნა 10 გამ­ყიდ­ვე­ლი… დღეს ოპო­ზი­ცი­ას შე­უძ­ლია ია­მა­ყოს, რომ თქვენ ჩა­გაგ­დოთ ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში…“ – აღნიშნა დეპუტატმა.

გოცირიძის თქმით,  მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი შეც­დო­მი­სა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ არის მარ­თა­ლი. ის დგას ევ­რო­პის გზა­ზე და სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს იცავს…

„ქალ­ბა­ტო­ნო სა­ლო­მე ხვალ აი­ღეთ ბი­ლე­თი და წა­დით, ია­რეთ, ია­რეთ, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და მტრის ჯი­ნა­ზე,“ – დაამატა მან.

ასევე იხილეთ:

„მთავრობას არ შეუთანხმა უცხოეთში წასვლაო..“ საყიდლებზე ხომ არ წავიდა? სალომე ზურაბიშვილს მეც ზღვარგადასულად ვაკრიტიკებდი.. ამის გამო ბოდიშიც მომიხდია..“ – ალეკო ელისაშვილი

„თურმე გეწყინათ, რომ პატარა კაცები გიწოდეთ, დაელოდეთ, როგორ შეგამკობენ თქვენი შვილები“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი „ოცნებას“: „დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება.. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული“

„ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს პრეზიდენტად, არამედ ექსკლუზიურად „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად.. მან შეიწყალა კრიმინალები“ – ირაკლი კობახიძე

ხვიჩია: „მოვისმინეთ რიტორიკა: „აგირჩიეთ პრეზიდენტი, რომელიც არავის უნდოდა“, „ბილბორდებში ჩაგენაცვლეთ“ – რატომ გააკეთეთ ეს, რას ერჩოდით ქართველ ხალხს?“

ირაკლი კობახიძე აქუბარდიას: „უზრდელობა არ გეპატიება.. მით უმეტეს „ნაციონალს“ – გაჩუმდი თეონა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g