ჯენიფერ ლოპესი სცენაზე დასაბრუნებლად ემზადება. ყველასთვის მოულოდნელად, მან Up All Night Tour დააანონსა, რომლის კონცერტებიც ზაფხულის განმავლობაში გაიმართება.
საინტერესოა, რომ განსხვავებით წინა ტურნესგან, რომელიც სრულად არ შედგა, მომავალი ტურნე ლიმიტირებული, თუმცა საერთაშორისო მასშტაბის იქნება და ევროპას მოიცავს. ტურნეს დეტალები ცნობილი, ამ დღეებში გახდება.
აღსანიშნავია, რომ გლობალურად ჯეი ლო მსმენელის წინაშე, 6 წლიანი პაუზის შემდეგ წარდგება.
ფოტო/ვიდეო: ჯეი ლოსა და მისი ქალიშვილის მორიგი გაკაშკაშება „ბროდვეიზე“
შეგახსენებთ, რომ შარშან, ჯენიფერ ლოპესმა მეცხრე სტუდიური ალბომი – This Is Me… Now გამოუშვა, რომლის მხარდასაჭერად ამერიკის მასშტაბით, კონცერტების სერია დაიწყო, რომელიც მალევე გააუქმა. ტურნეს გაუქმების მიზეზად, მედიამ კონცერტებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებელი დაასახელა.
ჯენიფერ ლოპესმა საზაფხულო ტურნე ბილეთების გაყიდვის დაბალი მაჩვენებლის გამო გააუქმა – ,,ვერიეთი”