ქარდი ბიმ მეორე სტუდიური ალბომის – Am I the Drama? მხარდასაჭერი ამერიკული ტურნე დააანონსა.
Little Miss Drama Tour მომავალ წელს გაიმართება და 31 შოუთი, ჩრდილოეთ ამერიკას მოიცავს. ტურნე 11 თებერვალს პალმ-დეზერტში დაიწყება და 17 აპრილს, ატლანტაში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტი მასშტაბური კონცერტებით მსმენელის წინაშე, 6 წლის შემდეგ წარდგება.
შეგახსენებთ, რომ ქარდი ბის მეორე სტუდიური ალბომი – Am I the Drama?, რომელშიც ჯენეტ ჯექსონთან, სელენა გომესთან და თაილასთან კოლაბორაციებს მოვისმენთ, გაყიდვაში 19 სექტემბერს ჩაეშვება.