შაკირას მეთორმეტე სტუდიური ალბომის – Las Mujeres Ya No Lloran მხარდასაჭერი ჩრდილოამერიკული ტურნე გრანდიოზულად გრძელდება. ამ დღეებში, კოლუმბიელმა მომღერალმა კონცერტი, შარლოტში გამართა.
საღამოს სიურპრიზის გარეშე არ ჩაუვლია, რის გამოც ის ტაბლოიდების განხილვის მთავარ თემად იქცა.
არტისტმა 2000-იანი წლების ჰიტის – La Tortura შესრულებისას, სცენაზე ცეცხლი დაანთო და ნამდვილი ფურორი მოახდინა.
იმ ფონზე, როცა La Tortura ალეხანდრო სანსთან კოლაბია, ყველასთვის მოულოდნელად, შაკირამ საკულტო ჩანაწერი, სწორედ მისი თანხლებით იმღერა. დუეტმა 2005 წლის ერთობლივი სიმღერა ფართო აუდიტორიის წინაშე, 6 წლის შემდეგ შეასრულა.
როგორც ცნობილია, Las Mujeres Ya No Lloran World Tour სამხრეთ ამერიკასაც მოიცავს. ის 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ მედელინში გამართულ ერთ-ერთ კონცერტზე, შაკირა სცენაზე, მალუმასთან ერთადაც წარდგა.
შაკირასა და მალუმას ცეცხლოვანი პერფორმანსი – არტისტებმა კოლუმბიაში კონცერტი გამართეს
La Tortura with Shakira & Alejandro Sanz, together for the first time in 6 years! 🔥 #LMYNLWorldTour #LMYNLWorldTourCharlotte pic.twitter.com/s1gWPItjcH
— ShakiraMedia (@ShakiraMedia) May 14, 2025