კოვიდ-19-ის მაჩვენებელი მსოფლიოში ისევ იმატებს. დღეის მონაცემებით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 60 მილიონს აჭარბებს.
ბოლო 24 საათში გერმანიაში გარდაცვალების რეკორდული შემთხვევები გამოვლინდა. კანცლერის განცხადებით, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. გარდა ამისა, გერმანიაში დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდება.
კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირების მიზნით დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება ნორვეგიაში დაწესებული შეზღუდვებიც.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზების რიცხვმა იმატა.