LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

60 წლის სარა ჯესიკა პარკერი გალა-კონცერტზე გიგანტური შავი ფრთებით გამოჩნდა

153
60 წლის სარა ჯესიკა პარკერი გალა-კონცერტზე, გიგანტური შავი ფრთებით გამოჩნდა

სარა ჯესიკა აგრძელებს მსოფლიოს გაოცებას თავისი არატრადიციული მოდური არჩევანით და ამავდროულად, მსოფლიოს მრავალი ქალისთვის შთაგონების წყაროდ რჩება. სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, მეთიუ ბროდერიკთან ერთად გამოვიდა. ცნობილი წყვილი ნიუ-იორკის ბალეტის ყოველწლიურ გალა-კონცერტს დაესწრო, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.

ღონისძიებისთვის 60 წლის სარა ჯესიკა პარკერმა ჰოლანდიური ბრენდის Iris Van Herpen-ის შავ-კრემისფერი კაბა შეარჩია, რომელიც შთამბეჭდავი ბადისგან დამზადებული გიგანტური შავი ფრთებით იყო წარმოდგენილი. ექსტრავაგანტურმა სამოსმა დაჩრდილა ღონისძიების სტუმრების მიერ შერჩეული ყველა სხვა ლუქი. კაბას ქვედაბოლოს წინა მხარეს ჭრილი ჰქონდა. პარკერმა ლუქი მარტივი ვარცხნილობითა და ბრილიანტის საყურეებით დაასრულა.

„ვდგავარ რიგში, ვმგზავრობ მეტროთი, თავად ვყიდულობ პროდუქტებს და შვილებიც თავად დამყავს სკოლაში“ – სარა ჯესიკა პარკერი Cultured Magazine-ის გარეკანზე

სარა ჯესიკა პარკერმა 15 წლის ტყუპი გოგონები გამოაჩინა

სარა ჯესიკა პარკერი და ჯონ კორბეტი სამგლოვიარო სამოსში, სერიალის „ასე უბრალოდ“ გადაღებებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები