LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის კიმ ბესინგერი კვლავ შეუდარებელ ფორმაშია (ფოტო)

87

90-იანი წლების სექს-სიმბოლო, მსახიობი კიმ ბესინგერი ფოტოგრაფებმა ჰავაის სანაპიროზე გადაიღეს. ოსკაროსანი მსახიობი ფანტასტიურად გამოიყურებოდა შავ საცურაო კოსტიუმში. სერფინგის მოყვარული ვარსკვლავი სასრიალოდ ემზადებოდა და მისი გადაღება პაპარაცებმა სწორედ ამ დროს მოასწრეს. ბესინგერს თან არ ახლდა  სტილისტი მიჩ სთოუნი, რომელთანაც მსახიობს რომანტიული ურთიერთობები აკავშირებს, იქამდე წყვილი 12 წლის მანძილზე მეგობრობდა. მიჩ სთოუნი ისეთი ცნობილი ვარსკვლავების პირადი სტილისტია, როგორებიც არიან გვინეთ პელთროუ, სინდი კროუფორდი, ელ მაქფერსონი და ჯენიფერ ლოპესი.

ინტერნეტში ასევე გავრცელდა ბესინგერის ახალი ფილმის The 11th hour-ის ვიდეოც, რომელიც ამერიკის ეკრანებზე 2017 წელს გამოვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g