მადონა ცოტა ხნის წინ მიჩიგანში იმყოფებოდა, სადაც მამის, სილვიო ჩიკონეს დაბადების დღე აღნიშნა. ოჯახთან გატარებული უქმეების შემდეგ პოპის დედოფალი სახლში ბრუნდება და ამჯერად ის პაპარაცებმა ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში გადაიღეს. 62 წლის მადონამ ამჯერადაც შეძლო მოდის ექსპერტების გაოცება. ის ჭრელ, ულამაზესი პრინტით გაფორმებულ კაბაში გამოჩნდა, ანსამბლს ვარსკვლავმა ბათინკები, შლაპა და ნაქსოვი ჟაკეტი შეუხამა.
გასულ კვირას მადონამ სოციალურ ქსელში მიჩიგანში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მან ექვსივე შვილთან ერთად მამის 90 წლის იუბილე აღნიშნა.