67 წლის ჰოლივუდის ლეგენდამ, შერონ სტოუნმა Marie Claire-ის ბერძნული გამოშვების ოქტომბრის ნომრის, ერთდროულად ორი გარეკანი დაამშვენა.
შერონი ცნობილი ფოტოგრაფის, ერიკ მაიკლ როის ობიექტივში მოხვდა. ერთ კადრში მას გამჭვირვალე, გრძელ კაბა ამშვენებს და წყალში პოზირებს, მეორეში კი Saint Laurent-ის მაღალყელიანი, ღვინისფერი კაბა აცვია.
Marie Claire-ის ექსკლუზიურ ინტერვიუში მრავალგზის ჯილდოს მფლობელმა მსახიობმა, ავტორმა და მხატვარმა გულწრფელად ისაუბრა თავისი ცხოვრების მეორე შემოქმედებით ეტაპზე, – ფერწერაზე და ხელოვნებაზე როგორც თერაპიაზე.
„ცხოვრება არის უწყვეტი სწავლების პროცესი, ძალა ჩვენს შიგნითაა და ყოველი დღე ახალ შესაძლებლობას გვაძლევს“, – ამბობს მსახიობი.
ვიდეო: შეუდარებელი შერონ სტოუნი ვაჟების გარემოცვაში ბრწყინავს
„67 წლის შერონის მარადიული ცეცხლი“ – მკერდმოშიშვლებული შერონ სტოუნი Vogue-ის გარეკანზე