LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა – ჯანმო რეკომენდაციებს აქვეყნებს, რათა სამყარო უფრო სამართლიანი, ჯანდაცვა კი ხელმისაწვდომი გახდეს

65
Untitled design (10)

7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს – უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს შესაქმნელად დააყენონ ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპები აღდგენითი ღონისძიებების
ცენტრში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას გასცემს, მოხდეს სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელება, რათა სამყარო გახდეს უფრო სამართლიანი და ჯანდაცვა – ხელმისაწვდომი.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობებს, დააყენონ სამართლიანობა COVID-19-ის პანდემიის შედეგებისაგან აღდგენის ძალისხმევის ცენტრში.

ჯანმ-ო კოვიდპანდემიის კრიზისით გამოწვეულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:

“კოვიდ-19-მა ყველა ჩვენგანზე იქონია გავლენა, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის კიდევ უფრო მეტი უარყოფითი შედეგების მომტანი გამოდგა, მათი საქმინობის, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებისა და საარსებო წყაროების არარსებობის გამო.
მაგალითად, კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებაზე მიმართული ღონისძიებების შედეგები არათანაბრად ნაწილდება მოსახლეობაში, ამასთან დაბალშემოსავლიან ჯგუფებში სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი უფრო მაღალია. შეფასებების თანახმად, პანდემიის მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში არაფორმალურმად დაქირავებულმა მუშაკებმა, მათ შორის საწყობებისა და ქოლ-ცენტრების თანამშრომლებმა, შინამოსამსახურეებმა, სეზონურმა მუშაკებმა და ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში დასაქმებულმა დაბალანაზღაურებადმა მუშაკებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკარგეს შემოსავლის 70%.” – აღნიშნულია ჯანმო-ს ანგარიშში.

როგორც ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა ჰანს კლუგემ თქვა, დროა აღვადგინოთ სამართლიანობა, ჩვენ უნდა შევძლოთ პანდემიიდან გამოსვლა, მათი სიცოცხლის გადარჩენა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების
გარანტიის მიცემა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქალები ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მუშახელის 70% -ს შეადგენენ და უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი პანდემიასთან წინა ხაზზე იბრძოდნენ.

“გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქალ ჯანდაცვის მუშაკებში 2-3-ჯერ მეტია, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით. საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და
ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რისი გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფოებს უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს მისაღწევად?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება ჯანდაცვის სექტორის და ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, თითოეული ადამიანისათვის სამართლიანი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად.

ჯანმო-ს განცხადებით, მთავრობის მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჯანდაცვის სექტორის ხარვეზების აღმოფხვრა სულ რაღაც 4 წელიწადშია შესაძლებელი.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სპეციალისტების მიერ შემუშავებული ჯანმრთელობის სამართლიანობის პოლიკიტის
ინსტრუმენტის გამოყენებამ აჩვენა, რომ შემდეგ სფეროებში გატარებულ სტრატეგიულ ღონისძიებებს აქვს ყველაზე მაღალი პოტენციალი ჯანდაცვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე და
კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთდროულად ხორციელდება:

◼ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდების შემცირება და ყველასთვის
ხელმისაწვდომი ჯანდაცვის დანერგვა;

◼ სოციალური დაცვის გაძლიერება შემოსავლის უთანასწორობის შესამცირებლად და
ბაზისური შემოსავლის უსაფრთხოების გარანტია;

◼ ინვესტიციების ზრდა ხარისხიან და ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სახლებში,
უსაფრთხო და აქტიურ უბნებში;

◼ წვდომა ღირსეულ და ჯანსაღ სამუშაო ადგილებზე და უმუშევრობის შემცირება;

◼ განათლების სისტემების გაძლიერება, ცოდნისა და უნარების შეძენა მთელი ცხოვრების
განმავლობაში; წიგნიერება ზრდის ადამიანებისთვის მათი ცხოვრების კონტროლის
შესაძლებლობას;

◼ სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, დანაშაულის შემცირება და სოციალური
კავშირების წახალისება.

ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში სილვიუ დომენტე ამბობს, რომ კოვიდ-19-მდელი მსოფლიო ძალზედ უთანასწორო იყო და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო ხილვადი გახადა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ სამინისტრომ დაიწყო ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეამცირებს
ჯიბიდან გადახდებს, მოხდება სოფლის ექიმების და ექთნების როლის გაზრდა და სერვისების
ჰარმონიზაცია როგორც ქალაქში ასევე სოფლებში და ასევე პირველადი ჯანდაცვა იქნება საყრდენი
ჯანდაცვის სისტემისთვის.

საქართველოს პარლამენტმა კი გამოხატა სურვილი გადახედოს სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების უკეთესი რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა და აუცილებელ მედიკამენტებზე უფრო
სამართლიანი წვდომა. შედეგად, შესაძლებელია შემცირდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული
ჯიბიდან გადახდების წილი და მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g