LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 დიდ ქალაქში საბავშვო ბაღები მუშაობას შეაჩერებენ: რა შეზღუდვები დაწესდა სკოლების, უმაღლესებისა და პროფსასწავლებლებისთვის

72
5f60f3b5c1465

ეპიდსიტუაციიდან  გამომდინარე, საბავშვო ბაღებს შეჩერებული აქვთ მუშაობა და ეს ნარჩუნდება. რაც შეეხება სკოლებს, დიდ ქალაქებში გადასული არიან დისტანციურ მუშაობაზე, ესეც ნარჩუნდება, – ამის შესახებ, განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში, კერძოდ – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას შეაჩერებენ. შეზღუდვა 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

გარდა ამისა, ხსენებულ ქალაქებსა და რეგიონებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

”უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება და შესაძლებლობა, რომ პროგრამებზე პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები ჩაატარონ არადისტანციურად. ამ შემთხვევაში სამედიცინო პროტოკოლი გაგრძელდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში: ნახეთ სია სრულად

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები