LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მიზეზი იმისა, რატომ გვთხოვს ორგანიზმი გამუდმებით ტკბილეულს

1708
7 მიზეზი იმისა, რატომ გვთხოვს ორგანიზმი გამუდმებით ტკბილეულს

ტკბილეულზე მოთხოვნა, მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანის პრობლემაა. თუ ადამიანს ჭარბი წონა და სიმსუქნე არ აწუხებს, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ სახეზეა მომატებული კილოგრამები, ადამიანები იწყებენ ფიქრს, რას უკავშირდება ტკბილის მიმართ ასეთი გადაჭარბებული სიყვარული. მოდით, დავასახელოთ მიზეზები, რომლებსაც ექიმები ტკბილი საკვების მოთხოვნილებას უკავშირებენ.

პირველი მიზეზი ინსულინრეზისტენტობაა. საქმე ინსულინს ეხება, რომელიც ორგანიზმში შაქრის დონეს არეგულირებს. ინსულინრეზისტენტობის დროს ინსულინი სათანადოდ ვერ მუშაობს და მოთხოვნა ტკბილზე ძლიერდება. ამას ემატება სიმპტომური გამოვლინებები, თავბრუსხვევა, სისუსტე და წონაში მატება.

მეორე მიზეზი, მიკროელემენტების ნაკლებობაა. ხშირად ეს გახლავთ ქრომისა და მაგნიუმის დეფიციტი. მაგალითად, მაგნიუმი დიდი ოდენობით არის შოკოლადში, ამიტომაც მისი დეფიციტის დროს, შოკოლადი განსაკუთრებით გვინდება.

კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის დარღვევა. ეს კი პირდაპირ კავშირშია კვებასთან. რა ტიპის ბაქტერიები დაიწყებენ გავრცელებას ჩვენს კუჭ-ნაწლავში, პირდაპირ უკავშირდება, თუ რა საკვებს მივირთმევთ.

სისხლის მიმოქცევის პრობლემა ტკბილეულის მოთხოვნილების კიდევ ერთი მიზეზია. მაგალითად, როდესაც ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, ეს შესაძლოა ორგანიზმში შაქრის დაბალი მაჩვენებლის ბრალი იყოს. სისხლის მიმოქცევის დარღვევა, შეიძლება, ასევე განპირობებული იყოს თავის ტვინის შერყევით, ასევე სხვადასხვა პათოლოგიითა და ოსტეოქონდროზითაც კი.

არასწორი კვება, რაც იმას გულისხმობს, რომ შესაძლოა, თქვენს ორგანიზმს არ ჰყოფნის დღის განმავლობაში მიღებული კალორიები, ამიტომ თქვენი ორგანიზმი გთხოვთ სწრაფ ნახშირწყალს, რათა შიმშილის შეგრძნებამ მალე გაიაროს.

რეცეპტორებმა დაკარგა მგრძნობელობა, თუ თქვენ მიირთმევთ საკვებს, სადაც ბევრი კონსერვანტია, შესაძლოა, გემოს რეცეპტორებმა ფუნქცია დაკარგონ, ამიტომ განსაკუთრებით დიდია მძაფრი გემოების მიმართ  მოთხოვნილება, შესაბამისად, ჩნდება ტკბილი საკვების მიღების სურვილიც.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ტკბილის მოთხოვნის ძალიან ხშირი მიზეზია. სტრესის ფონზე, ადამიანს ხშირად ტკბილის მიღება უნდება, რადგან მიიჩნევს, რომ ამით ის უფრო მშვიდდება. ამის ალტერნატივა ჰაერზე სეირნობა და აქტიური ვარჯიშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g